Sunday, May 17, 2015

                                                          დღე მეცხრე
                                                       კურსის შეჯამება
დღევანდელი დღე დავიწყეთ პორტფილიოების პრეზენტაციით.თუმცა წინასწარ გადავხედე ჩემი ოპონენტების თამილას და ინგას პორტფოლიოებს,რათა მათთვის გამეკეთებინა უკუკავშირი.მნიშვნელოვანი იყო აგრეთვე ჩემ პორტფოლიოს მიმართ გაკეთებული კომენტარები.კმაყოფილი ვარ რომ "თეთრი" კომენტარი უფრო მეტი იყო ,ვიდრე "შავი"
 ზოგადად ეს ტრენინგი ჩემთვის იმით იყო მნიშვნელოვანი ,რომ სამომავლოდ პროექტზე მუშაობისას აღარ წავაწყდები სირთულეებს,რადგან პროექტის შაბლონი არის მარტივი გზა პროექტის განსახორციელებლად. გარდა ამისა ,ინტელის ელექტრონულ წიგნში არის ყველა ის რესურსი რაც საჭიროა პროექტზე მუშაობისას

Saturday, May 16, 2015

დღე მერვე

გავეცანი ფასილიტაციის ტექნოლოგიების მნიშვნელობას,რომელიც მოსწავლეებს დაეხმარება პროექტის პრეზენტაციის ადვილად წარმოჩენაში.რაც ჩემი აზრით მოსწავლეებს გაუადვილებს და საინტერესოს გახდის პროექზე მუშაობას.
   მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის ბლოგზე  ბმულების ატვირთვა,რითაც მუშაობის პროცესში გამიადვილდება საჭირო რესურსების მოძიება. საინტერესოა როგორ გავართმევ ტავს საშინაო დავალებას.ხვალ უნდა ვიყო თამილას"თეთრი შემფასებელი და ინგას " -შავი.გადავხედავ ორივე კოლეგის პროექტის გეგმებს და რაც მთავარია ჩემი კომენტარი,განსაკუთრებით"შავი" იქნება პოზიტიური და კონკრეტულად დავალებებზე ორიენტირებული.


Tuesday, May 12, 2015

დღე მეშვიდე
განვიხილეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომები.3-2-1- მეთოდის გამოყენებით მივეცით ერთმანეთს რეკომენდაციები,ეს ჩემთვის იყო პიზიტიური უკუკავშირი.განვიხილეთ გარდნერისა და ბლუმის მატრიცა,რაც დამეხმარება ჩემი პროექტი გავშალო  ბლუმისა და გარდნერის მატრიცის მიხედვით.ვისწავლე როგორ შევქმნა საკუთარი პორტფოლიო  და როგორ ავტვირთო საჭირო მასალები

Sunday, May 10, 2015

დღე მეექვსე

დღეს მოვირგე მოსწავლის როლი,რომელიც ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო იმ მხრივ რომ მოსწავლის თვალით დავინახე პროექტზე მუშაობის დროს რა უნდა გავითვალისწინო რომ მუშაობის პროცესი მოსწავლეებისათვის საინტერესო იყოს .რაც მთავარია ამ ტრენინგის მიმართ ცემი დამოკიდებულება პოზიტიურია და ყოველ დღე ველოდები სიახლეებს,თუმცა მუშაობის პროცესში ვაწყდები სიძნეელებს ,მაგრამ მთავარი ისაა რომ სიძნელეების და პრობლემების დაძლევა ხდება მარტივი გზებით

Saturday, May 9, 2015

დღე   მეხუთე

დღეს განვიხილეთ კოლეგების მიერ წარმოდგენილი რამდენიმე პროექტის გეგმა,რითაც  კიდევ   კიდევ ერთხელ გავაანალიზე ჩემი პროექტის გეგმა.ვისწავლე რომ მიმართულების მიმცემი კითხვებზე პასუხი პროექტის ყველა ეტაპზე უნდა ჩანდეს.შევაფასეთ ერთმანეტის პროქტის გეგმები მივეცით ერთმანეთს რჩევები და რეკომენდაციები.ჩემთვის ყველზე მნიშვნელოვანი იყო ის, რომ ეფექტური უკუკაშირი იყო ზუსტად იმ ადგილას სადაც საჭიროება მოითხოვდა

Sunday, May 3, 2015

                                                                    დღე მეოთხე

დღეს ვისწავლე   თუ რომელი მეთოდი და ინსტრუმენტი პროექტის გახორციელების რომელ ეტაპზე  უნდა გამოვიყენო,რამაც გამიადვილა პროექტზე მუშაობა.გავეცანი შეფასების ხუთ მმიიზანს ,რაც მე ვფიქრობ დამეხმარება პროექტის ეფექტურად წარმართვაში და მოსწავლეებისთვის  პროექტზე მუშაობის პროცესი იქნება საინტერესო
და არა მოსაწყენი


Saturday, May 2, 2015

                                                           დღე მესამე


დღევანდელი დღე საინტერესო  იყო.ვისწავლე პროექტისთვის როგორ შევარჩიო ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი ხასიათის  კითხვები,რაც პროექტის მიზანმიმართულად წარმართვაში  დამეხმარება